png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი - სოფო კილაძე

  • პოლიტიკა
  • 22.04.2020
  • 14:42
ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი - სოფო კილაძე

"ყველანი ვთანხმდებით, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შედეგად გვაქვს ის, რომ ჩვენმა მედიკოსებმა გაცილებით კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს და გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევები, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, საქართველოს ნაბიჯებს საერთაშორისო საზოგადოება აფასებს როგორც ეფექტიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს. მისივე მოსაზრებით, ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა წყალში არ ჩაიყაროს ის მიღწევები, რაც დღემდე ქვეყანას აქვს.

"ამას გაგებით მოეკიდა ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტიანი, უბრალოდ, ჩვენ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში. ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -აღნიშნა, სოფო კილაძემ.

მისი მოსაზრებით, წარმოდგენილი შეზღუდვები არის აუცილებელი არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, თუმცა ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი.

"აუცილებელია, რომ მთავრობის მიერ პარასკევს წარმოდგენილი სოციალური პაკეტი იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ამ საგანგებო მდგომარეობის დროს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციური კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული.

"ერთი საქმე, რაც ვნახე თქვენ მიერ გაკეთებული (საქმე, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში). ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რასაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. რაღაც ქმედითი მაინც გაგეკეთებინათ ისევე, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააკეთეს, ან ხელფასი გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთვის... რაღაც მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს მოუტანს სიკეთეს და არა მხოლოდ ცარიელი საუბარი, რითაც ხართ დაკავებული და, მათ შორის, ეკლესიის ლანძღვა-გინებაც, რაც ძალიან ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი", - მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი, რაც ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ჰყავს მუდმივად მიზანში ამოღებული.

"ჩვენ შეზღუდვები არ გვიხარია. ამ შეზღუდვებს სჭირდება ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკაც ამით ზარალდება, მაგრამ ამ შეზღუდვებით მოვახერხეთ და მოვახერხებთ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენას. ჩვენ არ გვყავს არცერთი ადამიანი დასაკარგი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge