png.ge
png.ge
png.ge
16+
26 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბორის ჯონსონმა ახალდაბადებულ ვაჟს იმ ექიმების სახელი დაარქვა, რომლებმაც ის კორონავირუსისგან განკურნეს

  • მსოფლიო
  • 02.05.2020
  • 17:48
ბორის ჯონსონმა ახალდაბადებულ ვაჟს იმ ექიმების სახელი დაარქვა, რომლებმაც ის კორონავირუსისგან განკურნეს

ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონოსნის ახალდაბადებულ ვაჟს უილფრედ ლორი ნოკოლასი დაარქვეს. ამის შესახებ Instagram-ზე პრემიერის საცოლემ კერი საიმონდსმა დაწერა.

საიმონდსის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, მას ხელში უჭირავს ჩვილი, რომელსაც თავზე სქელი თმა აქვს.

„მადლობა  University College London-ის კლინიკის შესანიშნავ გუნდს იმისთვის, რომ ასე ზრუნავდა ჩვენზე. მე არ ვიქნებოდი ბედნიერი, ჩემი გული სავსეა“, - დაწერა საიმონდსმა.

მან განმარტა, რომ სახელი უილფრედი ბავშვს პრემიერის პაპის პატივისცემის ნიშნად დაარქვეს,სახელი ლორი - მისი პაპის, ნიკოლასი კი იმ ორი ექიმის პატივისცემის ნიშნად, რომლებმაც პრემიერის სიცოცხლე გადაარჩინეს კლინიკაში, სადაც ის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ მოხვდა.

უილფრედ ჯონსონი 29 აპრილს დაიბადა. ჯონსონი შვილის დაბადებას დაესწრო, თუმცა დეკრეტულ შვებულებას მოგვიანებით აიღებს. 32 წლის საიმონდსი დედა პირველად გახდა, 55 წლის ჯონოსნი კი მრავალშვილიანი მამაა. მას ოთხი მოზრდილი შვილის ჰყავს  პირველი ცოლისგან, იურისტ მარინა უილერისგან.  ასევე ჰყავს ქალიშვილი ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირისგან, რომელთანაც ჯონსონი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა. ზოგიერთი მონაცემით, მას კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რომლის დედასთანაც ასევე არ ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული.

ჯონსონი ბრიტანეთის მესამე პრემიერია, რომელსაც შვილი ამ თანამდებობაზე ყოფნისას შეეძინა მისი წინამორბედები იყვნენ დევიდ კემერონი და ტონი ბლერი.

ბორის ჯონსონმა და მისმა მეგობარმა ქალმა კერი საიმონდსმა რამდენიმე  ხნის წინ განაცხადეს, რომ დაინიშნენ, საიმონდსმა Instagram-ზე დაწერა, რომ ნიშნობა გასული წლის ბოლოს შედგა.

მათი რომანი ჯონსონისა და მისი მეუღლის მარინა უილერის განქორწინების მიზეზი გახდა. ბორის ჯონსონს მარინასთან ქორწინებაში ოთხი შვილი ჰყავს.

შეგახსნებთ, ბორის ჯონსონს მარტის ბოლოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის დაავადების გართულების გამო კლინიკაში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ  ბრიტანეთის პრემიერი სამუშაოს უკვე დაუბრუნდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge