png.ge
png.ge
png.ge
16+
26 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გვაქვს მტკიცებულებები ჩინეთის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების დამალვის შესახებ - მაიკ პომპეო

  • მსოფლიო
  • 03.05.2020
  • 18:48
გვაქვს მტკიცებულებები ჩინეთის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების დამალვის შესახებ - მაიკ პომპეო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცებულებები ჩინეთის მიერ კორონავარუსთან დაკავშირებული სიტუაციის დამალვის შესახებ.

მანამდე ავსტრალიური გაზეთი Daily Telegraph-ი სადაზვრევო კავშირის „ხუთი თვალის“ (აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და დიდი ბრიატნეთი) 15-გვერდიან მოხსნებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთი განზრახ მალავდა ან ანადგურებდა კორონავირუსის აფეთქების შესახებ მტიცებულებებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთი ანადგურებდა მტკიცებულებებს ლაბორატორიებში კორონავირუსის არსებობის შესახებ და უარს ამბობდა ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებისთვის ეჩვენებინა ბიომასალები. ჩინეთის ხელისუფლება არაერთგზის აცხადებდა, რომ დასაწყისშივე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას.

„ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აკეთებდა ყველაფერს, რათა მსოფლიოს დროულად არ შეეტყო იმის შესახებ, რაც ხდებოდა. არსებობს ამის ბევრი მტკიცებულება, ზოგიერთი საჯაროდ ხელმისაწვდომია“, - განაცხადა პომპეომ ტელეარხ ABC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა გაეჩუმებინა ისინი, ვინც ეპიდემიის პირველწყაროდ მიჩნეულ ქალაქ უხანში რეალური სურათის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აპირებდა. პომპეომ ჩინეთი ასევე დაადანაშაულა დეზინფორმაციის კლასიკურ კომუნისტურ კამპანიაში.

 „პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად ვართ პასუხი ვაგებინოთ ყველას და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როდესაც ამის დროს მოვა“- დასძინა პომპეომ.

დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე განიხილავს ვერსიებს, რომ ახალი კორონავირუსი უხანის ლაბორატორიებში გაჩნდა. ის ჩინეთს დაემუქრა მკაცრი შედეგებით, თუ კი გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის აფეთქება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge