png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ

  • პოლიტიკა
  • 08.05.2020
  • 14:42
უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ

უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.

"სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები. მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს. ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და რაც მთავარია, ერთობლივ ძალისხმევაზე ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge