png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ ელჩის გამოძახებაში ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის საფრთხეს ვერ ხედავს

  • პოლიტიკა
  • 08.05.2020
  • 18:49
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ ელჩის გამოძახებაში ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის საფრთხეს ვერ ხედავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო საქართველოს მიერ კონსულტაციისთვის ელჩის გამოძახებაში ორმხრივ ურთიერთობაში საფრთხეს ვერ ხედავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებლი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დანიშნა. საქართველოს ხელისუფლებამ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩი გამოიძახა.

 ამასთან,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით,  საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს მას რა თანამდებობაზე დანიშნოს იგი.

„უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან არ გაუწვევიათ, ის კონსულტაციისთავის გამოიძახეს. ეს ჩვეულებრვი პრაქტიკაა დიპლომატიურ საქმიანობაში. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოების ურთეირთობის ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ. ჩვენ საერთო გამოწვევები და შეხების საერთო წერტილები გვაქვს“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge