png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ზრუნავენ და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული - კელი დეგნანი კონგრესმენების წერილზე

  • პოლიტიკა
  • 11.06.2020
  • 18:37
ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს,  ზრუნავენ და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული - კელი დეგნანი კონგრესმენების წერილზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის. ამ განცხადებით აშშ-ის ელჩი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.

"წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ ვიცი დეტალები. ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას საქართველოსთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. წარსულში როდესაც იყო კომუნიკაცია კონგრესში, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ისინი ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ საქართველოს მნიშვნელობას და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ გვაქვს, ორივე ქვეყნისთვის ცენტრალურია.ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით, მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge