png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაციაა - საბერძნეთის კულტურის მინისტრი

  • მსოფლიო
  • 10.07.2020
  • 21:27
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაციაა  - საბერძნეთის კულტურის მინისტრი

საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლინა მენდონიმ თურქეთის გადაწყვეტილებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაცია უწოდა.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა. ამ გადაწყვეტილებისთანავე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანება ტაძრის მეჩეთად გადაკეთებისა  და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.

 „იუნესკოს განცხადებიდან მეორე დღეს თურქეთის სასამართლოს დადგენილება სრულად ამტკიცებს, რომ მეზობელ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“, - განაცხადა მენდონიმ.

მენდონიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის  - ტაძრის ისლამიზაციის ანალოგიური ოპერაციის დროს, იმავე სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ განიხილა.

 „დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ერდოღანის პოლიკიტიკური ნების შედეგია, რაც ცივილიზებული მსოფლიოსთვის ღია პროვოკაციას წარმოადგენს“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის საშინაო საქმეებში არავინ ერევა.

 „თუმცა აია სოფიას ტაძარი, რომელიც მის ტერიტორიაზე, სტამბოლში მდებარეობს, წარმოადგენს მთელი კაცობრიობის ძეგლს, რელიგიის მიუხედავად. ნაციონალიზმი, რომლითაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი  ერდოღანი - არასწორი მრჩეველია, მან თავისი ქვეყანა ექვსი საუკუნით უკან გადასწია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 „პრეზიდენტმა ერდოღანმა გადაწყვიტა თურქეთის კულტურის იზოლირება“, - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge