png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებული კონფრონტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

  • მსოფლიო
  • 13.07.2020
  • 17:44
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებული კონფრონტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფრონტაციის შეწყვეტისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

 „ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს შეწყვიტოს შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას მოახდენს და მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ესკალაციის აღსაკვეთად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

12 ივლისს, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღავრზე, თოვუზის რაიონში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის გამოყენებით სომხური პუნქტის დაკავებას შეეცადნენ.

ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხური მხარე იტყობინება, რომ დაჭრილია ორი პოლიციელი და მათ მხარეს მსხვერპლი არ არის.

ერევნის განცხადებით, სროლა დღესაც გრძელდებოდა და აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიას პერიოდულად 15-20 წუთით ესროდნენ. აზერბაიჯანი და სომხეთი სიტუაციის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge