png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ერდოღანმა აია სოფიას სტატუსის შეცვლას, შეცდომის გამოსწორება უწოდა

  • მსოფლიო
  • 14.07.2020
  • 21:52
ერდოღანმა აია სოფიას სტატუსის შეცვლას, შეცდომის გამოსწორება უწოდა

თურქეთის ხლისუფლებამ 1934 წელს დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, როდესაც აია სოფიას ტაძარს სტატუსი შეუცალა და მუზეუმიდან მეჩეთად გადააკეთა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი 83 მლნ მოქალაქის სურვილი. 1934 წელს ვინ გადააკეთა ის მუზეუმად? ახლა კი გამოვასწორეთ ეს შეცდომა. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა არა ეკლესიიდან, არამედ მუზეუმიდან.

 „ფათიჰის (მეჰმედ მეორე) დროს ის დანგრეული სახით გვერგო, შემდეგ ჩვენ ის საგანძურად ვაქციეთ, საუკუნეების განმავლობაში ვუვლიდით, ვაფართოვებდით, უფრო ვალამაზებდით. ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც მოვუვლით აია სოფიას, როგორც საგანძურს, როგორც კულტურულ ღირებულებას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან დასძინა, რომ თურქეთის ხელისუფლება ატარებს ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციას. „ჩვენ არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, პირიქით, პატივს ვცემთ მათ. ჩვენთან 4-5-ჯერ მეტად ვაშენებთ არამუსლიმებისთვის საკულტო ნაგებობებს, ვიდრე ევროპაში აკეთებენ ამას მუსლიმებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 10 ივლისს გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამ გადაწყვეტილებისთანავე პრზეიდენტმა ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტაძრის მეჩეთად გადაქცევისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge