png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მადრიდში COVID-19-ის პანდემიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  • მსოფლიო
  • 16.07.2020
  • 13:57
მადრიდში COVID-19-ის პანდემიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ესპანეთში COVID-19-ის პანდემიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდა პრემიერი პედრო სანჩესი, მთავრობის წევრები. ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლიაენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო საკითხებში ჟოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.  

ცერემონია ასევე იქცა იმ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის დღედ, რიმლებმაც წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლაში - უპირველს ყოვლისა, ეს არის სამედიცინო პერსონალი, ტრანსპორტი, პოლიცია, სამოქალაქო გვარდია, სურსათის მაღაზიების თანამშრომლები და ყველა ის ადამიანი, ვინც პამდემიის უმძიმეს თვეებში მუშაობდა.

ბარსელონელმა მედდამ თავის გამოსვლაში ისაუბრა ეპიდემიასთან ბრძოლის მძიმე დღეებზე.

 „ეს ძალიან რთული იყო, ჩვენ თავს უსუსურებად ვგრძნობდით, არ ვიყავით თვითდაჯერებულები, რადგან ყველაფრის სწავლა გზადაგზა გვიწევდა. ჩვენ გავეცით ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ვმუშაობდით შესაძლებლობების მიღმა. ბედნიერები ვართ, რომ ავირჩიეთ ეს პროფესია - სოცოცხლეზე ზრუნვა და მისი გადარჩენა“, - აღნიშნა მედდამ.

მისი თქმით, ყევლაზე მძიმე წუთები გარდაცვლილების ნახვა იყო, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთებში ახლობლებთან გამომშვიდობებას ვერ ასწრებდნენ.

ესპანეთი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა პანდემიისაგან. ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 256 ათასი შემთხვევა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კველვებმა ანტისხეულებზე აჩვენა, რომ ვირუსი 2,3 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა. ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა 28, 400 ადამიანი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge