png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი, უმოქმედობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

  • მსოფლიო
  • 16.07.2020
  • 15:55
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი, უმოქმედობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საგარეო უწყებას ჯეიჰუნ ბაირამოვი უხელმძვანელებს, რომელიც მანამდე განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომის დროს მამედიაროვის საქმიანობა მწვავედ გააკრიტიკა.

მან განაცხადა, რომ როდესაც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება გამწვავდა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეაგირება არ მოახდინა,  ალიევის თქმით, როდესაც მთავრობის წევრები შეუსვენებლად მუშაობდნენ, მამედიაროვის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„რას აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი? სად იყო? ჩვენ ვმუშაობდით 12 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერ-მინისტრი სამსახურში იყო, მე დილამდე ვმუშაობდი. თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი დილამდე მუშაობენ. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

12 ივლისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე გრძელდება.

ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალი.

სომხური მხარის განცხადებით, დაღუპულია ორი და დაჭრილია ხუთი სამხედრო. აზერბაიჯანი და სომხეთი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მამედიაროვის საგარეო სამქეთა პოსტს 2004 წლიდან იკავებდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge