png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

  • პოლიტიკა
  • 17.07.2020
  • 13:29
დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას არ უთქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია.

„დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი, ვაჟკაცობა არის ერთი -ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არ მითქვამს, არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:„ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი, ძალიან არაქართული“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge