png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მზად ვარ, როგორც კი დრო დადგება, განვახორციელო უკრაინაში ვიზიტი - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 17.07.2020
  • 15:11
მზად ვარ, როგორც კი დრო დადგება, განვახორციელო უკრაინაში ვიზიტი - პრეზიდენტი

ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციული ტონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, უცხოელი მოქალაქისგან, რომელიც მუშაობს უცხოურ მთავრობაში, აზიანებს უკრაინისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს.
"პროვოკაციული ტონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ამ მთავრობის დახასიათება, როგორც არალეგიტიმურის, რომელიც მოდის უცხოელი მოქალაქეებისგან, რომელიც მუშაობს უცხოურ მთავრობაში, აზიანებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. მინდა, გთხოვოთ თქვენ, მთავრობებს და აქ წარმომადგენლებს, რომ ზეგავლენა მოახდინოთ იმ თვალსაზრისით, როგორ ვითარდება და როგორ იმართება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ორივე ქვეყნის მომავალი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, შესაძლებლობისთანავე განახორციელოს ვიზიტი უკრაინაში.

„მე პირადად მზად ვარ, როგორც კი დრო დადგება, განვახორციელო ვიზიტი, რომელიც „კოვიდის“ გამო, დიდი ხანია, გადაიდო და არა მხოლოდ „კოვიდის“ გამო. ვეცდები, აღვადგინო ურთიერთობები იმ საფუძველზე, რომელიც შეესაბამება ჩვენ ტრადიციულ, მეგობრულ კავშირებს ქვეყნებს შორის. აღნიშნული ურთიერთობა გადამწყვეტია ჩვენი საერთო წარსულის, ჩვენი კურსისთვის ევროკავშირისა და ნატო-სკენ, ასევე შავ ზღვაზე ჩვენი პროექტების მნიშვნელობისთვის, საქართველოსა და უკრაინის საერთო მიდგომებთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან, რუმინეთთან, ბულგარეთთნ და, რა თქმა უნდა, თურქეთთან. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge