png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა - წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 05.08.2020
  • 17:45
სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველოში ფეხი ისევ მოიკიდოს, თუმცა ამის რესურსი და შანსი არ გააჩნია.

„დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც აღარც თქვენ მოგინდებათ, სააკაშვილზე კომენტარი სთხოვოთ ვინმეს და მითუმეტეს, ჩვენ არ ვიქნებით ვალდებული, რამე ტიპის განცხადება გავაკეთოთ იმ ფუგურაზე, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა. ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მას არ გააჩნია. იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან არასდროს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის. მათ შორის, იმ კომპლექსურ და რთულ პირობებში, როგორიც არის მსოფლიოს მასშტაბით პანდემია და ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge