png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ გეკუთვნით თქვენ და არა ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება - უგულავა

  • პოლიტიკა
  • 06.08.2020
  • 14:18
გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ გეკუთვნით თქვენ და არა ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება - უგულავა

გახარიას ვითომ წყალობა, არის ფარისევლობა. შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ მთავრობის მიერ დაანონსებულ ფინანსურ დახმარებაზე.

უგულავა მიიჩევს, რომ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავრობისგან შეთავაზებული დახმარება, შემდგომ კი არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და ოპოზიციას მისცენ ხმა.

"გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ. ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე", - ამბობს უგულავა.

გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 80 000 მოქალაქე, რომელმაც დოკუმენტების შეგროვება ვერ მოახერხა ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებს. ასევე, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულაც 150-მდეა, ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge