png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროკავშირმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს - ესტონეთის პრემიერი

  • მსოფლიო
  • 13.08.2020
  • 17:30
ევროკავშირმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს - ესტონეთის პრემიერი

 

ესტონეთის პრემიერ იური რატასს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. მისი აზრით, ქვეყნის ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებს.

მან მხარი დაუჭირა პოლონეთის წინადადებას გაიმართოს ევროსაბჭოს რიგგარეშე სამიტი ბელარუსის არჩევნებთან დაკავშირებით. „უკვე ხვალ, (პარასკევს) ამავე თემაზე ერთმანეთს შეხვდებიან ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ევროკავშირის პასუხი ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე უნდა იყოს ერთიანი, დროული და მკაცრი“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ესტონეთი გმობს ოპოზიციის მიმართ ყველანაირ პოლიტიკურ რეპრესიას და ძალადობას, ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.

ბელარუსში მეოთხე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს  წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 პორცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ კი - 10,0%.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 7 თასამდე მოქალაქე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge