png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

2015 წელს აჭარაში ტურისტების 3 %-იანი ზრდა დაფიქსირდა

  • ეკონომიკა
  • 12.01.2016
  • 12:01
2015 წელს აჭარაში ტურისტების 3 %-იანი  ზრდა დაფიქსირდა

2015 წელს აჭარაში ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გასულ წელს რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 9 სამიზნე ქვეყანაში ახორციელებდა აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს, რაცთავის მხრივ როგორც გარე და ონლაინ რეკლამებს, ასევე რეგიონში ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა.

სულ, 2015 წელს დეპარტამენტმა 35 საინფორმაციო ტურს უმასპინძლა სამიზნე ქვეყნებიდან, რის შედეგადაც წამყვან მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა 170-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია, ასევე მომზადდა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

„მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით უფრო მაშტაბური პიარ კამპანიების წარმოებას ვგეგემავთ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, რაც აჭარის დღეების მოწყობას დედაქალაქებში, კონკრუსებისა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას გულისხმობს. ვფიქრობთ, მსგავსი კამპანიებით ჩვენი რეგიონის პოპულარიზაცია უფრო გაიზრდება,“ აცხადებს დეპარტამენტის დავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა სერვისის მიმართულებითაც. დეპარტამენტის მიერ ტურიზმის სექტორში დასაქმებული 300-მდე კადრი გადამზადდა, საფუძველი ჩაეყარა ტურიზმის რეგიონალურ ფორუმს „მაგნოლია 2015“, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები იდუმალი სტუმრის შედეგების, ტურისტული სააგენტოებისა და ონლაინ დაჯავშნის bookin.com, tripadviser.com გამოკითხვების შედეგად გამოვლინდნენ. გასული წელს მნივნელოვანი იყო პროექტი“ იდუმალი სტუმარი“-ც, რომელიც რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით სამ ახალ პროექტს ვიწყებთ: რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ, საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრი და გიდების ლიცენზირება. სამივე პროექტი ნებაყოფლობითია და მათში ჩართული ობიექტები და გიდები საბოლოო ჯამში მიიღებენ ხარისხის ნიშას დეპარტამენტის მიერ, რაც მათ საქმიანობას ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის“, - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

2015 წელს, სიახლეები იყო ა(ა)იპ ბათუმის ტურისტულ სააგენტოშიც. მას შეეცვალა სახელი და პროფილი, გადაკეთდა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოდ, რომლის ძირითადი მიზანიც სოფლად ტურიზმის და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაა. სააგენტომ რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი ტურისტული მარშრუტები შეიმუშავა და დაბეჭდა რუკა, ასევე ბათუმის, აჭარის გზამკვლევი სამ ენაზე. სააგენტო მიმდინარე წელს არაერთი საინტერესო პროექტის განხორიცლებეას გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge