png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ცნობილ ირანელ მოჭიდავეს, ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის სიკვდილით დასჯიან, მანამდე კი 74 როზგს დაარტყამენ

  • მსოფლიო
  • 04.09.2020
  • 14:13
ცნობილ ირანელ მოჭიდავეს, ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის სიკვდილით დასჯიან, მანამდე კი 74 როზგს დაარტყამენ

ცნობილ ირანელ მოჭიდავეს ნავიდ აფკარის ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის ქვეყნის უზენაესმა სასამრთლომ სასიკვდილო  განაჩენი გამოუტანა. განაჩენის აღსრულებამდე მას 74 როზგს დაარტყამენ.

სპორტსმენი 2018 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. ნავადის დედა ამბობს, რომ მათ სახლში პოლიცია დილის 5 საათზე ყოველგვარი ორდერის გარეშე შეიჭრა და ნავიდი და მისი ძმა ვაჰიდი წაიყვანა. სამი თვის შემდეგ კი პოლიციელებმა მისი მესამე ვაჟი ჰაბიბიც დააკავეს.

ირანის უზენაესმა სასამართლომ ნავიდის 20 სხვადასხვა დანაშაულში დასდო ბრალი, მათ შორის სახელმწიფო ლიდერის შეურაცხყოფის, უკანონო შეკრებებზე დასწრების, ასევე პოლიციის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მიზნით კონსპირაციაში.

The Human Rights Activists News Agency იუწყებოდა, რომ ნავიდისგან იღებდა შეტყობინებებს, რომელშიც ის ამბობდა, რომ ყველა ჩვენება წარმოუდგენელი წამების ქვეშ მისცა.

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, გამოძიების მსვლელობის დროს, სასამრთლომ სასტიკი განაჩენი გამოიტანა.

ნავიდის ძმები სასიკვდილო ვერდიქტს გადაურჩნენ. თუმცა მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. Iran Human Rights Monitor-ის ინფორმაციით, სასამართლომ ვაჰიდს 54, ჰაბიბს კი 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის გარდა ორივეს 74 როზგს დაარტყამენ. ასეთ გაროზგვას კი ყველა ვერ უძლებს.

განაჩენის გამოცხადებამდე სამივე ძმას აწამებდა ქალაქ შირაზის პოლიცია, რომელიც ცნობილია ჩვენების მიღების სასტიკი მეთოდებით. ვაჰიდი წამების შედეგად იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ სამჯერ სცადა თავის მოკვლა.

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების დრო უცნობია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge