png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების - კარლ ჰარცელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე

  • პოლიტიკა
  • 04.09.2020
  • 15:04
არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების - კარლ ჰარცელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე

"ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და გამოყენებას ისახავდა მიზნად. მისივე განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ჰარცელის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიბერთავდასხმის საფრთხე კიდევ არსებობს.

"შემაშფოთებელი იყო გუშინ განხორციელებული, კიბერთავდასხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც კიბერშეტევა მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. სხვა განცხადების გაკეთებამდე დაველოდები ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი არ გახდება. ეს კიბერთავდასხმა გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების. მნიშვნელოვანია ფხიზლად ვიყოთ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.​ უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge