png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნორვეგიელი ტერორისტი, ანდრეს ბრეივიკი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს

  • მსოფლიო
  • 16.09.2020
  • 16:01
ნორვეგიელი ტერორისტი, ანდრეს ბრეივიკი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიელი ტერორისტი, მემარჯვენე რადიკალი ანდრეს ბრეივიკი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს. იუწყება გაზეთი VG მსჯავრდებულის ადვოკატებზე დაყრდნობით.  ბრეივიკმა ქალაქ ოსლოში, კუნძულ უტოიაზე 2011 წელს მოაწყო ორი ტერაქტი, რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა.  

აღნიშნულია, რომ ბრეივიკი მისი უფლებების დარღვევისთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს.

ადვოკატის განმარტებით, ბრეივიკმა  მისჯილი 21 წლიდან რვა ციხეში გაატარა და ახლა თეორიულად ასეთი თხოვნის დაყენება შეუძლია. ადვოკტის თქმით, ბრეივიკი ისევ სამარტოო საკანში იმყოფება, რაც მსჯავრდებულს მისი უფლებების დარღვევად მიაჩნია.  

 

ბრეივიკმა სახელმწიფოს 2015 წელსაც უჩივლა. საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს საოლქო სასამრთლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და აღნიშნა, რომ ბრეივიკის პატიმრობით ადამიანის უფლებები არ ირღვევა. უზენაესმა სასამართლომ და ადამიანის უფლებათა სასამართლომ მსჯავრდებულის საჩივარი არ განიხილეს.

ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს ცენტრში რვა, ხოლო კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა. სასამართლომ მას 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრეივიკმა ადამიანების ხოცვა-ჟლეტა აღიარა, თუმცა დამნაშავედ თავს დღემდე არ ცნობს. მისი თქმით, ეს ნორვეგიის და დასავლეთ ევროპის კულტურული მარქსიზმისა და მუსულმანებისგან გადასარჩენად ჩაიდინა.

კუნძულზე თავდასხმას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი, რომელიც იმ მომენტში ბანაკში იმყოფებოდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომელიც ასევე ბანაკში იყო, სიკვდილს გადაურჩა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge