png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

  • საზოგადოება
  • 13.01.2016
  • 16:04
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურში, შემოსავლების სამსახურსა და მომსახურების სააგენტოში წარმატებით გაიარეს სტაჟირება.

 

„ძალიან კარგ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. 35 ახალგაზრდამ, ჩვენი წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებმა, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და მათი არჩევანი ფინანსთა სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შეჩერდა. მათ წარმატებით დაძლიეს სტაჟირების პროგრამა და დღეს მქონდა პატივი, მათთვის სერტიფიკატები გადამეცა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სწავლის პერიოდში მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ისინი მოსინჯავენ ძალებს, თუ სად არის შესაძლებელი ამ თეორიული ცოდნის გამოყენება. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად ჩაერთოს კერძო სექტორიც, მიიღონ ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც იმედი მაქვს, ძალიან საინტერესო პროექტებზე შეძლებენ მუშაობას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge