png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თქვენი მართული კრიზისი ვნახეთ 2008 წელს, როდესაც ქვეყნის დასატოვებლად ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი – რომელზე - თურნავა ოპოზიციას

  • პოლიტიკა
  • 18.09.2020
  • 15:40
თქვენი მართული კრიზისი ვნახეთ 2008 წელს, როდესაც ქვეყნის დასატოვებლად ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი – რომელზე - თურნავა ოპოზიციას

პარლამენტში ხმაური მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები "ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე".

„როდესაც კრიზისთან გამკლავებაზე ვსაუბრობთ, თავი ისე ნუ მოგაქვთ, რომ ჩვენთან შედარებით, თქვენ კრიზისის მართვის უპირატესი რეცეპტი გაქვთ. ძალიან მტკივა ხოლმე ამ ფაქტის გამეორება, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა. თქვენი მართული კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ქვეყნის დასატოვებლად ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი – რომელზე. კიდევ ერთი ფაქტის თქმა მინდოდა, მაგრამ ძალიან მტკივნეულად იღებს ამას ბატონი გიგა ბოკერია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენი ერთ-ერთი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, მოგვიწოდებდა თუ არა ქართველ ხალხს, რომ დანა – ჩანგლით შეიარაღებულები შეხვედროდნენ მტერს?! ანუ მაშინ ხელისუფლება ბედის ანაბარა დატოვეთ და ახლა ჭკუას გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები. თქვენ არც ხალხთან და არც ჩვენთან კრიზისების მართვის არავითარი პოზიტიური გამოცდილება გასაზიარებელი არ გაქვთ. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჭკუის დარიგება თქვენგან არის მიუღებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ამ განცხადებას ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მას უსინდისო და მატყუარა უწოდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge