png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება - დიმიტრი ხუნდაძე

  • პოლიტიკა
  • 18.09.2020
  • 16:39
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება - დიმიტრი ხუნდაძე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საქართველოში მოქალაქეთა დიდი ნაწილი არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში შიმშილით იღუპებიან.

"ტყუილი არის ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. რა თქმა უნდა სოციალური ფონი არის ის, რაც არის, ეს გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. რა თქმა უნდა სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მაგრამ სიღარიბის და შიმშილის გამო, დღეს ქვეყანაში არც ერთი, მით უმეტეს ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენ გვაქვს საქმე, ისევე როგორც მსოფლიოს. 55% მოქალაქეებისა არასრულფასოვანი კვებით იკვებება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შიმშილით იღუპებიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge