png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მე და ჩემს შვილს ხელისუფლების დავალებით გვითვალთვალებენ - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 20.09.2020
  • 16:52
მე და ჩემს შვილს ხელისუფლების დავალებით გვითვალთვალებენ - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მასზე და მის შვილზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება. ამის შესახებ დეკანოიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კოსტავას გამზირზე და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, ჩემმა შვილმა, მისმა მეგობრებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა მოასწრეს მანქანისთვის სურათის გადაღება და მისი ნომრის დაფიქსირება. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს პეტრიაშვილს, რომელიც გლდანის პირველ განყოფილებაში მუშაობს. ამას წინ უძღვოდა ჩემი მეგობრების და შსს-დან ჩვენი კეთილისმსურველების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მიდიოდა მუდმივი თვალთვალი ჩვენზე. მინდა ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ხელისუფლებას ვუთხრა, რომ მე და ჩემს ოჯახს ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული რა ბრძოლაში ვართ ჩართული, ვის ვებრძვით. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალით, შანტაჟით, ფსიქოლოგიური ზეწოლით ეს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. მინდა შსს-ს მოვუწოდო, თუმცა თავად სუს-თან ერთად ახორციელებს თვალთვალს, შეწყვიტონ თვალთვალი. პროკურატურას მოვუწოდებ, გამოიძიონ პოლიტიკოსზე და მისი ოჯახის წევრებზე თვალთვალის ფაქტი. ჩვენ არ გვეშინია და სულ მალე ქართულ საზოგადოებასთან ერთად 31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ ახალი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, ფაქტობრივად, ახალი დემოკრატიის შექმნას დავიწყებთ", განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge