png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის ტრანსპორტირება, რასაც ძალიან ვაფასებთ - ილჰამ ალიევი

  • პოლიტიკა
  • 21.09.2020
  • 17:10
საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის ტრანსპორტირება, რასაც ძალიან ვაფასებთ - ილჰამ ალიევი

საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის ტრანსპორტირება, რასაც ძალიან ვაფასებთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალიევის თქმით, საქართველო მოიქცა როგორც კეთილსაიმედო პარტნიორი და მეგობარი და ამისთვის აზერბაიჯანი მადლიერია.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ძალია ვაფასებ საქართველოს მთავრობის მოქმედებებს ასეთი ვითარების დროს. როგორც იცით, საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის ტრანსპორტირება. სწორედ ამიტომაც, სომხეთი იძულებული გახდა იარაღია კასპიისპირა ქვეყნებისა და საჰაერო გზების მეშვეობით შეეტანა ქვეყანაში.

საქართველო მოიქცა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამისათვის.

საქართველოს მთავრობას აღვიქვამთ, როგორს საიმედო პარტნიორსა და მეგობარს. მთავრობათაშორისი კავშირები ყოველდღე ძლიერდება. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. უახლოეს მომავალში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები და საერთო ინტერესები. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარება ემსახურება ორივე ქვეყნის ინტერესებს.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან და ეს ასეც გაგრძელდება. ქართველმა ხალხმა კარგად იცის ვინ არის მათი მეგობარი და ვინ მათი მტერი", - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 12 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წამოწყებული სამხედრო კონფრონტაციის დროს, ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა ირწმუნებოდა, რომ სერბეთი სომხეთს იარაღს საქართველოს გავლით აწვდიდა. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge