png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გამოვრიცხავთ შეთანხმებას ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილთან და არ ვუჭერთ მხარს სააკაშვილს - ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 22.09.2020
  • 14:29
გამოვრიცხავთ შეთანხმებას ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილთან და არ ვუჭერთ მხარს სააკაშვილს - ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილს, სურთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, სადაც ყველა იზიარებს ერთი პარტიის აზრს.

ბაქრაძის მტკიცებით, სწორედ ერთპიროვნულმა მმართველობამ მიიყვანა ქვეყანა მძიმე კრიზისამდე, ამიტომ ის და მისი გუნდი არ დაუჭერენ მხარს არც სააკაშვილს და არ ითანამშრომლებენ არც ივანიშვილთან.

"საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ვინმეს მხარდაჭერა მოუწევს, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და კოალიციური შეთანხმება. არავის არაფერი არ მოუწევს, თუ ნაციონალური მოძრაობა აიღებს ხმების საკმარის უმრავლესობას, მათ შეეძლებათ ვინც სურსთ ის დაასახელონ პრემიერობის კანდიდატად, თუ ნაციონალურ მოძრაობას დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყოს ერთიანი ოპოზიციური პრემიერი, არავის არ მოუწევს, ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს ევროპულ საქართველოს და ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, ამ მართველობამ შეიყვანა ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისში, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კიდევ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს იგივე კრიზისის გაგრძელებას.

ამ მიზეზით ჩგვენ გამოვრიცხავთ შეთანხმებას ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან და ამავე მიზეზით არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს ევროპულ საქართველოს ვერ აიძულებს, კოალიციური მთავრობა ნიშნავს შეთანხმებას, ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის აზრისთვის ანგარიშის გაწევას და ჩვენ აზრს და პოზიციას ჩვენ თავიდანვე ვაცხადებთ. ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს და აიძულებს სხვებს, რომ რაღაცაზე დაეთანხმოს, უნდა დასრულდეს, სწორედ ამას ჰქვია გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებზე და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ამ არჩევნებზე და თითოეულ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთპარტიული მართვა და უნდა დაბალანსებული, გაწონასწორებული მთავრობა, სადაც არავინ არავის არაფერს არ აიძულებს და პირიქით, ყველა ერთმანეთს და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს, ყველა ასეთ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცეს ევროპულ საქართველოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge