png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

  • პოლიტიკა
  • 23.09.2020
  • 13:27
საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს,  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 10-12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით მათ დაკანონებაში. ახლა მინდა გითხრათ, რომ კიდეც 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, 1 ოჯახი - ქიზიყის ქუჩაზე, 3 კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი  რაიონის გამგეობას მიმართონ. 
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ამ პროექტით ჩვენ უკვე 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge