png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება აქტიურ ფაზაშია

  • საზოგადოება
  • 14.01.2016
  • 12:24
მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორთან იოსებ ოზაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბერში, გურიას 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. პროექტის ფარგლებში შენდება 7,20 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი. კედლის მშენებლობა ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას მიმდინარეობს, სადაც ადიდებულმა მდინარემ 70 მეტრი საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.

აღნიშნული გზით გურიის 7 სოფლის მოსახლეობა - დაახლოებით 5219 ადამიანი და რეგიონის სტუმრები სარგებლობენ. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება. 

ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები, ასევე, მოიცავს 100 მეტრი სიგრძის გაბიონის მშენებლობას. ამასთან, გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარის კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო 36 ცალი 10-ტონიანი ტეტრაპოდი.

მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge