png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გახარია

  • პოლიტიკა
  • 25.09.2020
  • 19:35
ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გახარია

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება.

"საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, განვამტკიცოთ ევროპული ინსტიტუტები, განვავითაროთ საუკეთესო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მხარი ავუბათ ევროპას გამოწვევებთან გამკლავებაში. საქართველო წლებია, მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ჯარისკაცები მედგრად დგანან გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველგან სამაგალითოდ ასრულებენ თავის მოვალეობას. 32 მათგანი დაიღუპა ამ საპატიო და რთული მისიის შესრულებისას. დღეს ჩვენ ვართ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მონაწილე, რადგან საქართველოს უსაფრთხოება გლობალური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და დაცულობაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge