png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოგების გადასახადი შესაძლოა მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგროს

  • ეკონომიკა
  • 15.01.2016
  • 10:40
მოგების გადასახადი შესაძლოა მხოლოდ  მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგროს

მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება განიხილება.

პრემიერის განმარტებით, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში.

„საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან, რომელთან პარტნიორობის შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია.

პრემიერის ინფორმაციით, გარკვეული კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. კანონპროექტი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შემდეგაც პარლამენტში გაიგზავნება.

„ეს ისეთი საკითხია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge