png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები გრძელდება

  • მსოფლიო
  • 29.09.2020
  • 11:14
მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები გრძელდება

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე საომარი მოქმედებები გრძელდება. მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, სომხურმა დანაყოფებმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიში და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და ტექნიკას მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს. მისივე ინფორმაციით, სამხრეთის მიმართულებით განადგურებულია აზერბაიჯანის ჯავშანტექნიკა.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომპრომისისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ვერ ხედავენ. სომხური მხარის ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის არმიის 84 სამხედრო დაიღუპა.

ინტენსიური ბრძოლების შესახებ იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. მისი ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს არაერთხელ სცადეს კონტრშეტევა ფიზული-ჯებრაილის და აგდერი-ტერტერის მიმართულებებით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული თავდაცვით ყველა მცდელობა მოიგერია. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ავიაციის საშუალებებით განადგურებულია მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის და ავტომაქანების კოლონა და საარტილერიო დანადგარები.

დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანხმად, სომხეთის ვარდენისის რაიონიდან არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონი.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge