png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თურქეთი მზად არის აზერბაიჯანს დაეხმაროს ბრძოლის ველზე - ჩავუშოღლუ

  • მსოფლიო
  • 29.09.2020
  • 14:54
თურქეთი მზად არის აზერბაიჯანს დაეხმაროს ბრძოლის ველზე - ჩავუშოღლუ

თურქეთი მზად არის აზერბაიჯანს დაეხმაროს როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ისე ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ თუქრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი გადაიჭრას ძირეულად. ჩვენ ამისთვის დიდი ძალისხმევა გავიღეთ, მაგრამ ამაოდ. ყოველთვის ვიდექით აზერბაიჯანის გვერდით - როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპრაკებების მაგიდასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სოლიდარობას“, - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში ვიზიტის შემდეგ.

მისი თქმით, მსოფლიო საზოგადოება ცდება, როდესაც კონფლიქტში აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთ სიბრტყეზე აყენებს. „ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით: აზერბაიჯანი და სომხეთი ერთი და იგივე არ არის. ჩვენ ყველა ერთად მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ აზერბაიჯანს ათანაბრებენ სომხეთთან, რომელმაც მისი მიწების ოკუპაცია მოახდინა. და ეს დაუშვებელია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნუმან ქურთულმუშმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში, განაცხადა, რომ თურქეთს აზერბაიჯანის პრობლემები თავის პრობლემებად მიაჩნია. „სომხეთი პროვოკაციებით არის დაკავებული. აზერბაიჯანზე თავდასხმას ვაფასებთ, როგორც თავდასხმას თურქეთზე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოძმე აზერბაიჯანს. საბოლოო ჯამში ის გაიმარჯვებს თავის ომში“, - განაცხადა ქურთულმუშმა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge