png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 15.01.2016
  • 13:35
ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე  აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ ღამიდან, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს გლდანის რაიონში, ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, რომელიც გუშინ საღამოს დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ერთი მხრივ, მაგისტრალურ მილამდე მისასვლელი გზა დაჭაობებულია ხევიდან ჩამდინარე წყლებით, მეორე მხრივ კი, წყლის მაგისტრალის სიახლოვეს ასევე გადის ფოლადის სხვა კომუნიკაციებიც.

იმ მიზნით, რომ უშუალოდ დაზიანების ადგილამდე კომპანიის სპეცტექნიკამ და საავარიო ბრიგადებმა მიაღწიოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე გზის მოწყობის სამუშაოებს ატარებს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოების დაწყება გზის გაყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონში წყალმომარაგება გუშინ, საღამოს 10 საათიდან შეწყვეტილი აქვს:

  • გლდანის  „ა“, I, II, III, IV და თემქის  IV მ/რაიონებს, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებულ ორგანიზაციებს, ანდრონიკაშვილის მე-2  და  მე-3  შესახვევებს, შეშელიძის, ბარისახოს,  ჭრებალოს, ერწოს, ხეჩუაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის. ასევე, წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე კომპანია აბონენტებს წინასწარ, ინდივიდუალურ SMS-შეტყობინებას გაუგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია ჩამოთვლილ უბნებს სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით მიაწვდის.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge