png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

  • მსოფლიო
  • 30.09.2020
  • 11:55
ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები მოწინააღმდეგეთა დიდი რაოდენობით  ტექნიკის განადგურების შესახებ იტყობინებიან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შუშაკენდთან შეხების ხაზზე ბრძოლების შედეგად განადგურებულია სომხეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომლექსები С-300.

ამის გარდა სამინისტროში განმარტეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ტერტერზე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაჭრილები.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დაჭრილი და დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 2 700-მდე ადამიანი. ამის გარდა, ბაქოს ინფორმაციით, განადგურებულია 130-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ ვითარების გამწვავების მომენტიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიამ გაანადგურა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 137 ერთეული ჯავშანტექნიკა, 72 დრონი, 7 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ რიგ წარმატებებს მიაღწია.

„ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს საარტილერიო ბრძოლები. ღამით, სტეპანაკერტთან ჩამოგდებულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო საფრენი აპარატი“, - დაწერა სტეპანიანმა „ფეისბუქზე“.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge