png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი ტერიტორიებითა და სიწმინდეებით პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 30.09.2020
  • 16:05
 ჩვენი ტერიტორიებითა და სიწმინდეებით პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს - გიორგი ვაშაძე

დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება.

ის ამბობს, რომ, არ ენდობა რუსეთის მოქლაქე გახარას და უსუსურ ზალკალიანს და რომ საქართველოს ტერიტორიებითა და ქართული სიწმინდეებით პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს.

„ნულოვანი ნდობა მაქვს რუსეთის მოქალაქე გახარიასთან მიმართებაში, არ ვიცი, რა დავალება მიიღო მან მოსკოვიდან საკუთარი პრემიერობის ბოლო თვის მანძილზე, არ ვენდობი არც ერთ განცხადებას, რომელსაც აკეთებს ის და უსუსური ზალკალიანი. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. თემა ეხება ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს სიწმინდეებს, რითაც პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს"- ღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან აცხადებს, რომ როგორც ადრე ამბობდა უნდა შეიქმნას დიდი საზოგადოებრივი საბჭო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ. მისთვის წარმოუდგენელია სამშობლოს ინტერსების გაყიდვა.

"თავიდანვე, როცა ეს თემა წამოვიდა ვთქვი, რომ შეიქმნას დიდი საზოგადოებრივი საბჭო, სადაც ჩვენც უნდა შევიდეთ, ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველაფერს გავეცნოთ. ფარსი და აბსურდია, რასაც ისინი საუბრობენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ საკუთარი სამშობლოს ინტერესები გაყიდა? ამაზე მეტი დანაშაული არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსშიც კი, ამიტომ დამბრალებელსაც უნდა ვაგებინოთ პასუხი. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge