png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

”ოცნება“ კალაძეს დაუპირისპირდა - პირველივე სამთვრობო ცვლილებაზე თანამდებობას მასაც დაატოვებინებენ

  • პოლიტიკა
  • 15.01.2016
  • 16:32
”ოცნება“ კალაძეს დაუპირისპირდა - პირველივე სამთვრობო ცვლილებაზე თანამდებობას მასაც დაატოვებინებენ

საგურამოში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ნაწილი კახი კალაძეს დაუპირისპირდა და მათ მხარი ივანიშვილმაც დაუჭირა , - ამის შესახებ „პრაიმნიუსჯორჯიას“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა განუცხადა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.

წყაროს ინფორმაციით, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრს უკმაყოფილება კალაძის ქცევის გამო გამოუთქვამს. მათი თქმით, ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ კალაძე გუნდში ლიდერობას ცდილობს და ამასობაში საკუთარი ინტერესების გატარებით არის დაკავებული.

ამასთან, მათ ივანიშვილთან ისიც უთქვამთ, რომ კალაძე „ნაციონალების“ საქმეს აკეთებს და ასე ცდილობს, რომ სამომავლოდაც გარანტიები შეიქმნასო. ივანიშვილი კი ყველაზე მეტად ამის გამო გაბრაზებულა, რასაც უკვე „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებების საკითხი მოჰყვა. საბოლოო ჯამში კი საქმის გახმაურება კალაძეს დაბრალდა და ივანიშვილს უთქვამს, რომ ეს თემაც ჩააგდოო.

ამიტომაც, „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ „გაზპრომის“ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება მთლიანად კალაძეს მოუწევს და დასავლელ პარტნიორებთანაც იმას იტყვიან, რომ ეს მისი პირადი ინიცაატივა იყო.

რაც მთავარია, როგორც ამბობენ, უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველივე სამთვრობო ცვლილებაზე თანამდებობას მასაც დაატოვებინებენ.

შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, რომელსაც, წყაროს ცნობით, კალაძეზე საუბარს ჩუმად ისმენდაო. როგორც ცნობილია, ის და კალაძე დაპირისპირებულები იყვენენ და მისი მოხსნის ერთ-ერთ ვარიანტად, ამ დაპირისპირებაში, კალაძის გამარჯვება სახელდებოდა.      

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge