png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ნარმანიამ მზექალა შანიძეს 90 წლის იუბილე მიულოცა

  • საზოგადოება
  • 16.01.2016
  • 15:09
დავით ნარმანიამ მზექალა შანიძეს 90 წლის იუბილე მიულოცა

 

ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს 90 წელი შეუსრულდა. მას თბილისის მერი დავით ნარმანია ესტუმრა და საიუბილეო თარიღი პირადად მიულოცა.

„ქალბატონი მზექალა, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე, 90 წლის გახდა. ის არის საპატიო თბილისელი და მე მოვალედ ჩავთვალე, რომ მოვსულიყავი მასთან და მიმელოცა 90 წლის იუბილე. დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი შრომა, რაც მან გაწია ათეულობით წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ხანი იქნება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი თანაქალაქელებისათვის სამომავლო გზამკვლევი. ის ძალიან მხნედ არის და აქტიურად აპირებს მომავალშიც გააგრძელოს მუშაობა, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მზექალა შანიძემ თბილისის მერს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მადლობელი ვარ ამ მილოცვისათვის და ჩემი საქმიანობის ასე დაფასებისათვის. მე ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ საკუთარი საქმის რაც შეიძლება კარგად კეთება ჩვეულებრივ ნორმად ითვლებოდა და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო. ასეთი ატმოსფერო იყო ჩემს გარშემო და მეც ვცდილობდი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ასე მოვქცეულიყავი. მე ვფიქრობ, ეს ნორმა უნდა იყოს დღესაც საზოგადოებისათვის. ადამიანები რა თქმა უნდა, ერთნაირები არ არიან, ერთს მეტი შეუძლია, მეორეს - ნაკლები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველამ ის გააკეთოს რაც მას შეუძლია. ეს შეგნება თუ იქნება საზოგადოებაში, ჩვენი წინსვლა მეტად სწრაფი და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა მზექალა შანიძემ.

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე 1926 წელს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge