png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა

  • ეკონომიკა
  • 18.01.2016
  • 12:06
 მსოფლიო  საზღვაო  უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მხარდაჭერით, 2016-2017 აკადემიური წლისთვის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში (WMU) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ,  საზღვაო სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობა ერთ-ერთ პრესტიჟულ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი და ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე http://www.wmu.se/postgraduate-program-malm%C3%B6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს მხოლოდ კანდიდატის ნომინაციას და სახელმწიფო მხარდაჭერას. კონკურსანტებს შეარჩევს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მოხდება სააგენტოს შერჩეული კანდიდატის წარდგენა მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში. სააგენტოს ინფორმაციით, სწავლის დაფინანსება დამოკიდებულია დონორებზე, შერჩეული აპლიკანტის მიერ შევსებულ აპლიკაციის ფორმაზე, კვალიფიკაციასა და სხვა ფაქტორებზე და ამ პროცესზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავლენა არ გააჩნია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge