png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა - საქმის პროკურორი

  • მსოფლიო
  • 08.10.2020
  • 13:40
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა - საქმის პროკურორი

ბერლინის უმაღლეს სასამართლოში  ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და მის უკან რუსეთი დგას. გამოცემა deutsche welle წერს, რომ ამ საქმემ, როგორც მანამდე სკრიპალებისა და შემდგომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეებმა ბერლინს ეჭვი გაუძლიერა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ოპონენტებს არამართლზომიერად სჯის. ეს კი გერმანია-რუსეთის ურთიერთობის სერიოზულ გაურესებას გამოიწვევს.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge