png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა - ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის განცხადებაზე

  • პოლიტიკა
  • 08.10.2020
  • 14:35
უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა - ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის განცხადებაზე

უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებაზე, რომელიც ეხება დავით გარეჯის საკითხზე ივერი მელაშვილის დაკავებას.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, გიგი გიგიაძის განცხადება მისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან მას სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„რაც შეეხება ელჩის მხრიდან გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგან კოლეგიალურობიდან და ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როდესაც ელჩი განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ასეთი განცხადება „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა და ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ.

რა თქმა უნდა, მასთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. მას მიეწოდება ყველა ინფორმაცია, იგივე გამოძიების პროცესში, რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და მასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge