png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა

  • მსოფლიო
  • 09.10.2020
  • 11:08
ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა.

უწყების მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანულმა ძალებმა გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-5 სამთომსროლელი პოლკის შტაბის შენობა.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ევაკუირებულია სომხეთის ძალების სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობა, რომლებმაც ქალაქ ხანკენდიზე იერიშის დროს აზერბაიჯანული დანაყოფებისგან დიდი დანაკარგი მიიღეს, სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია 13 ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი ერთეული რეაქტიული სისტემა „გრადი“, ორი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და დიდი რაოდენობით საავტომობილო ტექნიკა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის შუშან სტეპანიანის განცხადებით, ყარაბაღში, შეხების ხაზზე ღამით სტაბილურად დაძაბული ვითარება იყო.

„ღამე კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილურად დაძაბული იყო. ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება უცვლელი დარჩა. ცალკეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობდა ორმხრივი საარტილერიო სროლა. მოწინააღმდეგემ სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები განახორციელა დასახლებული პუნქტების მიმართულებით“, - წერს სტეპანიანი „ფეისბუქზე“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge