png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება

  • ეკონომიკა
  • 09.10.2020
  • 14:50
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სოკოს მეურნეობა გაფართოვდა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მეწარმეს სოკო ნამჯისგან დამზადებულ ტომრებზე მოყავს.

პროექტის ფარგლებში ფერმის კაპიტალური შენობა აშენდა, რისთვისაც ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ობიექტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოებაში ამჟამად 5 ადამიანია ჩართული. სოკოს რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით აბაშის სოფელ მარანში სოკოს წარმოება ფართოვდება. ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა მოტივირებული იყო როგორც ადგილობრივი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივით. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 13:23
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  • 12:10
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
  • 12:06
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • 10:25
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge