png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ფეესბედან“ და მოსკოვიდან გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ გამოჩენილ ექსპერტებს - უდუმაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.10.2020
  • 20:25
„ფეესბედან“ და მოსკოვიდან გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ გამოჩენილ ექსპერტებს - უდუმაშვილი

საქართველოს არანირი ტერიტორია არ დაუთმია. ვინმემ მაჩვენოს ტერიტორია, რომელიც დათმო საქართველომ. ასეთი ტერიტორია არ არსებობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განცხადებით, ფეესბედან“ და მოსკოვიდან რაღაც გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ გამოჩენილ ექსპერტებს.

„მე არ ვიცი, მაშინ რა რუკებით ხელმძღვანელობდა კომისია, მაგრამ ფაქტია, „ფეესბედან“ და მოსკოვიდან რაღაც გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ ჩვენს გამოჩენილ და პატივსაცემ ექსპერტებს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებით ასე მანიპულირება არჩევნების წინ, აქ ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებზეა საუბარი. ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბინძურ სქემაში მონაწილეობდა.
ფაქტი ერთია – საქართველოს არანირი ტერიტორია არ დაუთმია. ვინმემ მაჩვენოს ტერიტორია, რომელიც დათმო საქართველომ. ასეთი ტერიტორია არ არსებობს. შესაბამისად, რაზე ვდაობთ? ან ვის რაზე ვედავებით, როდესაც დათმობილი ტერიტორია არ არსებობს? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, ამ თემის წამოწევა პოლიტიკურად აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ თითქოს, ყოფილმა ხელისუფლებამ რაღაც ტერიტორია და დათმო, მაგრამ ფიზიკურად, არ არსებობს ასეთი ტერიტორია.

ხომ გასაგებია, რატომ შევიდა აგვისტოში პროკურატურაში შეტყობინება?! იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ დაეწყოთ მორიგი პოლიტიკური პროცესი და ტალახი მოსცხონ ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ ხომ ნათელია, რა მიზანს ემსახურება ეს პროცესები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge