png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროკავშირი სანქციებს პუტინის გარემოცვის წევრებს უწესებს

  • მსოფლიო
  • 15.10.2020
  • 11:09
ევროკავშირი სანქციებს პუტინის გარემოცვის წევრებს უწესებს

ანტირუსული სანქციები, რომლის მიღებასაც ევროკავშირი ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო გეგმავს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვას შეეხება. ინფორმაციას გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung (SZ) ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სანქციები შეეხება შვიდ პირსა და ერთ ორგანიზაციას. ფიზიკურ პირებს შორის არიან „ფე-ეს-ბეს“ დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრწზიდენტის საშინაო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ციმბრის ფედერალურ ოლქში სერგეი მენიაილო. მათ ევროკავშირის ტერიტორაიზე შესვლა აეკრძლებათ და აქტივები გაეყინებათ.

ამის გარდა სანქციები დაეკისრება პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს ევგენი პრიგოჟინს, რომელსაც დამოუკიდებელი მედია „პუტინის მზარეულს“ უწოდებს.  გამოცემა აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი არაერთგზის ემუქრებოდა ნავალნის და სიაშიც რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის გამო მოხვდა.

გერმანული გაზეთის მონაცემებით, სანქცირებულთა სიაშია რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების  სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ფილიალშიც მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ნივთიერება იყო გამოყენებული ნავალნის წინააღმდეგ. სანქციები ძალაში 15 ოქტომბრიდან შევა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge