png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ნარმანია მერსი ტემბონს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 18.01.2016
  • 14:31
დავით ნარმანია მერსი ტემბონს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია,  სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში  მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს,  მერსიტემბონს შეხვდა. 

შეხვედრაზე ყველა ის საკითხი და პროექტი  მიმოიხილეს, რომელთა განხორციელებაში მსოფლიო ბანკია ჩართული, კერძოდ, იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები  და მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხო მართვის სტრატეგია, ასევე, ისაუბრეს ურბანული განვითარებისა და ქალაქის ტურისტულ ნაწილში სარეაბილიტაციო აღდგენითი პროექტების მხარდაჭერის საკითხებზე.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,  შეხვედრა, როგორც მიმდინარე პროექტების განხილვის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების გამოკვეთის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკი განიხილავს მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხო მართვის სტრატეგიას და შესაბამისად, ჩვენს წინადადებებს, რათა დაგვეხმარონ როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ასევე, დაფინანასების თვალსაზრისით. ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიის  თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება მათი მხარდაჭერა და ამ თემაზეც  ვისაუბრეთ. გარდა ამისა, მიმოვიხილეთ მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ჩვენ გავაგრძელებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, დავეხმარებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაში, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს,  მობილიზებას გავუკეთებთ რესურსებს, რათა რეალურად ჩატარდეს კვლევა. საჭიროა, ჩვენმა გუნდმა შეხედოს, რა შეგვიძლია ჩვენი მხრივ გავაკეთოთ, შემდეგ გავმართოთ მომდევნო შეხვედრები და ვაცნობოთ მუნიციპალიტეტს, მათი მოთხოვნებიდან რისი დაკმაყოფილება შეგვიძლია. რაც შეეხება ცოდნის გაზიარებას, ჩვენ დავაკავშირებთ თბილისს ამ საკითხში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების მქონე ქალაქებთან. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ტურიზმიც“,- განაცხადა სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში  მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა,  მერსიტემბონმა.

შეხვედრასსარა მაიკლი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დეპარტამენტში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge