png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

  • მსოფლიო
  • 15.10.2020
  • 13:06
ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა. ამის შესახებ ნათქვამია ჟეენბეკოვის მიმართვაში, ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ერისადმი მიმართვაში ჟეენბეკოვი აღნიშნავს, რომ მისთვის ქვეყანაში მშვიდობა და საზოგადოების ერთიანობა, თითოეული თანამემამულის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია.

"ძალაუფლებას არ ვეჭიდები. მე არ მსურს ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე პრეზიდენტად, რომელმაც საკუთარ ხალხს ესროლა და საკუთარი ხალხის სისხლი დაღვარა, ამიტომ გადავწყვიტე გადადგომა", - ნათქვამია მიმართვაში.

ჟეენბეკოვმა მოუწოდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს, რომ არ დაუშვან სისხლისღვრა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი ჟეენბეკოვს გადადგომისკენ მოუწოდებდა, მაგრამ პრეზიდენტი არ თანხმდებოდა.

არეულობა ბიშკეკში 5 ოქტომბრის საღამოს დაიწყო მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოცხადდა.

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები 4 ოქტომბერს გამართული პარლამენტის არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვდნენ. აქციის დაშლის დროს შეტაკება მოხდა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის, მომიტინგეები შეიჭრნენ პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

მოგვიანებით, ყირგიზეთის ცესკო-მ ბათილად ცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ფოტო: TASS

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge