png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 18.10.2020
  • 15:05
არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს - კახა კალაძე

არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს, - თქვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე.

„ფოთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ევროპული ტიპის ქალაქია, რომლის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი აქვს დიდ ქართველს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც პატარა, ჭაობიანი ადგილი საქართველოს გამორჩეულ, უდიდესი პერსპექტივის მქონე ქალაქად აქცია.

ფოთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, ერთ-ერთი მთავარი ცენტრი საქართველოს ლოგისტიკური, სატრასპორტო და ინფრასტრუქტურული კუთხით. ფოთის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს PACE ტერმინალის პროექტის განხორციელება, რომელშიც ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული და რომელიც დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს მომდევნო წლების განმავლობაში.

ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა ყველა იმ გამოწვევაზე მუშაობას, რაც 2012 წლამდე არსებობდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ეს პროგრესი თითოეულ ოჯახზე აისახებოდეს, ყველას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმე წამოიწყოს და საკუთარი ოჯახი არჩინოს.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, რომელმაც ჩვენი შვილების, შვილიშვილების ნათელი მომავალი უნდა უზრუნველყოს. თანამედროვე სამყაროში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან კონკურენცია შესაძლებელია, თუ გვექნება კარგი განათლება და გამართული განათლების სისტემა. სწორედ ამისთვის გამოიყო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაშივე, წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების დონის განათლების მიღება შეეძლებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ განათლებული მოქალაქეებისგან და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებისგან შემდგარი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით მოვაგვარებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ ამ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და ფოთის მოსახლეობას აწუხებს. ერთად საქართველოს წარმატებისკენ!“, - თქვა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge