png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მის ოფისში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდნენ

  • პოლიტიკა
  • 18.10.2020
  • 15:26
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მის ოფისში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ ოფისში გამთენიისას უცნობი პირი სახურავიდან შეიპარა, რომელიც სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა.

დეკანოიძის განცხადებით, ოფისში ელექტროენერგია გამოირთო და შესაბამისად, დამონტაჟებულმა კამერებმა ვერ გადაიღო მომხდარი ფაქტი.

მისივე თქმით, , ამ პირმა ოფისი მალევე დატოვა, რადგან შტაბში მყოფმა ახალგაზრდებმა მისი ფეხის ხმა გაიგეს.
დეკანოიძის განცხადებით, ებადებათ გონივრული ეჭვი, რომ სამართალდამცავ სამსახურებს, სუს-ს სურდათ დაემონტაჟებინათ სპეციალური აპარატურა.

"ჩვენ მივმართეთ სამართალდამცველებს. მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ გვითხრეს, რომ სამწუხაროდ კინოლოგებმა ვერანაირი კვალი ვერ აიღეს. ფაქტია, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა ჩვენს ოფისში, რათა დაემონტაჟებინათ ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატურა, იმიტომ რომ გასაგებია, უამრავი ფანჯარაა ამ შტაბში და მხოლოდ ჩემს ფანჯარაში გადმოძვრნენ. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს – სუს-ის გამოყენება, ფარული თვალთვალი, ოპონენტების შტატებში შეღწევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ხდება ცენტრალურ დონეზე, როდესაც თიშავენ ელექტროენერგიას და შემდეგ გადმოძვრნენ ჩემს ოფისში. მე მივმართავ შსს-ს და ყველა იმ უწყებას, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება ჩატარდება, თავი დაანებეთ უკანონო ქმედებებს. ჩვენს შტაბში დიახ, იგეგმება ის სტრატეგია, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ოპონენტებს. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ ფარული თვალთვალი არის უკანონო“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შსს-ს განცხადებით, ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge