png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა

  • ეკონომიკა
  • 18.01.2016
  • 15:30
კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის თანახმად, კომისიას 2016 წლის 16 იანვრამდე უნდა დაედგინა სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. კომისიამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინა საერთასორის პრაქტიკა და დიდი ბრიტანეთის (OFCOM) და ჩრდილოეთ ირლანდიის (COMREG) მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიულ ბაზას დაეყრდნო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ დებულება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამტკიცდა. დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩრთული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მაუწყებლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მაუწყებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ დებულება ძალაში 2016 წლის 1 აპრილიდან შედის. დებულების ამოქმედებამდე კომისია მზადაა განაგრძოს საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge