png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე, საკუთარ მოკავშირედ თვლის კრიმინალურ სამყაროს - სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.10.2020
  • 17:53
ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე, საკუთარ მოკავშირედ თვლის კრიმინალურ სამყაროს - სამადაშვილი

ხელისუფლებას, რომელიც არის კრინიმალური სამყაროს ნაწილი, თავისი შინაარსით არასდროს შეეძლება გაატაროს ეფექტიანი, ანტიკრიმინალური პოლიტიკა ქვეყანაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა "დღის სტუმარში" ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

"ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე, საკუთარ მოკავშირედ თვლის კრიმინალურ სამყაროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კავშირი, როდესაც მე ვიყენებ თქვენს დახმარებას არჩევნებში, როდესაც გეყრდნობით თქვენ, როგორც ძალას, პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მე მაქვს თქვენთან ვალდებულებები და ამ ხელისუფლებას, რომელიც არის კრინიმალური სამყაროს ნაწილი, თავისი შინაარსით არასდროს არ შეეძლება, რომ გაატაროს ეფექტიანი, ანტიკრიმინალური პოლიტიკა ქვეყანაში",-ამბობს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "თანამედროვე სახელმწიფოში, თანამედროვე მომზადების მქონე შესაბამისმა უწყებებმა, ვერ შეძლეს გაენეიტრალებინათ, ან შემდგომ ეფექტიანი რეაგირება მოეხდინათ მისი დაკავებისთვის".

გუშინ, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

თავდამსხმელი 500 000 დოლარს და ვერტმფრენით ან ავტომანქანით ტერიტორიის დატოვებას ითხოვდა.

დღის განმავლობაში მძევლების უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge